პორტფოლიო - საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალება
დავესესხები ქალბატონ სოფიკო ლობჟანიძეს ,პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში". (სტატია ,,მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი" )
P.S.-ის სახით გეტყვით, რომ 1999 წლიდან დღემდე ვმუშაობ სსიპ ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლად. პარალელურად ვარ კლასის ხელმძღვანელი და სკოლის ინფორმაციული მენეჯერი. ხოლო წელს პირველად ამირჩიეს კათედრის თავმჯდომარედ.
ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას და შევეცდები მთელი ჩემი საქმიანობა ავსახო ჩემს პორტფოლიოში როგორც ელექტრონული, ისე ბეჭვდითი სახით.
* * * * *
ჩემი აზრით, მასწავლებლობა ერთი-ერთი საპასუხისმგებლო პროფესიაა. მასწავლებლები არა მხოლოდ ზრუნავენ ქვეყნის მომავალზე, არამედ თვითონ ქმნიან ამ მომავალს.
მოსწავლის წარმატება და წინსვლა მნიშვნელოვანწილად სწორედ მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობაზეა დამოკიდებული. დღევანდელ სწრაფ და ცვალებად სამყაროში პედაგოგებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რომ მათი პროფესიული ცოდნა თანამედროვე და ახალი ინფორმაციით იყოს გამდიდრებული. მასწავლებელი არ უნდა ჩამორჩეს ახალი ეპოქის მოთხოვნებს, დაეუფლოს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აქტიურად გამოიყენოს ისინი სასწავლო პროცესში.